• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ახალი ამბები
სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან…

სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან…

2021/12/20
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სპორტი
27 0
24
SHARES
336
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს, 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა.

სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარების პერსპექტივებს მოკლავს. სპორტსმენების განცხადებით, დიდი შანსია, ბევრ მათგანს პროფესიული სპორტისთვის თავის დანებება მოუწიოს.

ლევან საგინაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში)

„ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს თუ სპორტის დატოვება მოუწევს, ეს ამ სფეროსთვის დამღუპველი იქნება. ქართულ სპორტს ძირითადად სათამაშო ბიზნესი ასპონსორებს და პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ უმკაცრესი რეგულაციების მიღების შემთხვევაში წასვლა ან სპორტიდან მომიწევს, ან ქვეყნიდან, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი მე არ გამაჩნია. ყველას მივმართავ, რომ გაითვალისწინონ სპორტსმენების თხოვნა და ისეთი კანონი მიიღონ, რომ სპორტს ხელი შეეშალოს და სათამაშო ბიზნესს ამ სფეროს დაფინანსების ინტერესი დარჩეს“.

ლაშა ტალახაძე (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ძალოსნობაში)

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი ან კლუბი დაფინანსების გარეშე დარჩება. პირადად მე სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას ვგრძნობ, წარმატებები უფრო მიფასდება და არ მინდა, წარმატებული სპორტსმენები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რამდენიმე სპორტსმენს საქართველოს დატოვებაც კი მოუწიოს“.

კონსტანტინე ჯანაშია (სთრონგმენი, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდსმენი)

„სპორტსმენებისთვის ნებისმიერი დახმარება უმნიშვნელოვანესია. ის გვიქმნის სათანადო ვარჯიშისა და შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლის საშუალებას. რასაკვირველია, რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგად სპორტსმენებისთვის დაფინანსების შეწყვეტა არ უნდა მოიტანოს. ამ შემთხვევაში, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავვარდებით. იმედი მაქვს, ისეთ რეგულაციებს მიიღებენ, რომ სათამაშო ბიზნესს სპორტის დაფინანსების რესურსები დარჩებათ“.

ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)

„სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს“.

რაულ თუთარაული (MMA მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 28-6-0)

„სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუ ვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიც გაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას“.

გიორგი მამულაიშვილი (სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი)

„ბიზნესს სხვადასხვა სფეროში მსხვილი ინვესტირების შესაძლებლობა აღარ ექნება. ჩვენ ვაფინანსებდით როგორც დამწყებ, ისე წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან და ქვეყანას ასახელებენ. ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის მიზანი ზეწოლის მოხდენა არაა, არამედ ეს ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რათა კომპანიებმა ქართულ ბაზარზე არსებობა არ შეწყვიტონ. ამ კანონის მიღება არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროს, არამედ მოსახლეობას დააზიანებს. თამაშის მსურველი ადამიანები არალეგალურ ბაზარზე გადავლენ და ნურავის შეექმნება ილუზია, რომ ამით რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. მეზობელი ქვეყნების მაგალითები გვაქვს, რა შედეგი დააყენა აკრძალვებმა და რა დონეზე გაიზარდა კრიმინალი. ყველა სახელმწიფომ გაიაზრა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საზიანოა. აშშ, უკრაინა, ბელარუსი – აკრძალვებიდან დაშვებებზე გადავიდა, ჩვენ კი, ფაქტობრივად, თეთრ ბაზარს ვაშავებთ.

fb-share-icon
Tweet
Share10Tweet6Share2

მსგავსი სტატიები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 
ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  
ახალი ამბები

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 
ახალი ამბები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
Next Post
მეცნიერები – COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი დადგენილია

მეცნიერები - COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი დადგენილია

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 563 ცალი 1-ლარიანი მონეტა დაამზადა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 563 ცალი 1-ლარიანი მონეტა დაამზადა

III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1386,5 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1386,5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

Discussion about this post

ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 
ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
0

საქართველოში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა. როგორც ჩანს, მასზე ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება აისახა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი...

სრულად
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15
ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

2022/08/15
ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13

საინტერესო

UNESCO საყდრისს მსოფლიო მემკვიდრეობად მიიჩნევს

8 წელი ago
ახალი კანონი არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებით მზადაა

დაწყებითი საფეხურის ახალი სასწავლო გეგმა მომავალი წლიდან ამოქმედდება

5 წელი ago

თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შეიძლება ფასიანი გახდეს

4 წელი ago
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ჯანდაცვის მინისტრი – ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან და ამით მათ დამატებით პრობლემებს შევუქმნით

2 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა  2022/08/16
  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს   2022/08/16
  • ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო  2022/08/15

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In