“რატომ არ იყო აგრესიული ეს ვაქცინაციის კამპანიები – ვაქცინები არ იყო ჯერ იანვარში, თებერვალში, მარტში. კომუნიკაცია ყველამ დავაკელით, მათ შორის მეც, მათ შორის ჩვენმა ინსტიტუტმაც. მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. მეორე პრობლემა დაკავშირებულია, არ მოეწონებათ ახლა ამას რომ ვიტყვი, სამწუხაროდ, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. ძლიერი ანტივაქსერული მოძრობა იმ ქვეყნებშია, სადაც სამწუხაროდ, [განათლების] საშუალო დონე მოიკოჭლებს”.
– თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ფორმულასთან”.