სამწუხაროდ, ომიკრონის აქტივაციის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა რომ საქართველოში დროის ერთ მონაკვეთში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 100 000-მდე ავიდეს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს რომ შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს დასჭირდება საავადმყოფოში მოხვედრა, რაც ჰოსპიტლების გადატვირთვას გამოიწვევს.
„ჩვენი ქვეყნისთვის ამის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მედპერსონალი ამ ორი წლის განმავლობაში გადაიღალა, რაც დამატებით პრობლემებს წარმოადგენს.
ცნობისთვის, ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა საქართველოში დღეს დაფიქსირდა. ახალი შტამის ყველაზე საშიშ თვისებას მისი