2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება, თუმცა შემოდის აბონემენტების სისტემა, რომელიც ადამიანებს შეღავათიან ფასში გადაადგილების საშუალებას მისცემს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთსაათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 22 დეკემბერ განაცხადა.
“ულიმიტო გადახდის სისტემა ხელს უწყობს თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას და ამავდროულად მგზავრობა უიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხარებლებს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად რამდენჯერმე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ საზოგადოების მთელი რიგი ჯგუფები. ეს არის სისტემა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანპსორტის განვითარებას, ახალ, თანამედროვე ეტაპზე გადაყვანას და ეს ყველაფერი აპრობირებულია ევროპაში და ჩვენ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოგვაქვს. ეს არის ფორმა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ყველა განვითარებული ქვყენების დიდ ქალაქებში განახორციელეს წარმატებით”, – განმარტა კალაძემ.
რაც შეეხება ფასებს, კალაძის განმარტებით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.