ქრისტიანობისთვის სიმბოლურობა პირველივე საუკუნეებიდანვე ნიშნეული იყო, რამდენადაც იგი ორ სამყაროს – ხილულსა და უხილავს – აერთიანებს.
ქრისტიანთა სასტიკი დევნის ეპოქაში სიმბოლოთა საკრალურობა და იდუმალება განსაკუთრებულ შინაარს სძენს ხელოვნებას, ხშირად ძველი ქრისტიანები ერთმანეთს სწორედ იდუმალი, ქრისტიანული ნიშნებისა და სიმბოლოების წყალობით ამოიცნობდნენ.
ძველ საბერძნეთს ასეთი ტრადიცია ჰქონდა: როდესაც მეგობრები დიდი ხსნის განმავლობაში შორდებოდნენ ერთმანეთს, რაიმე ნივთს შუაზე ყოდნენ და ერთმანეთში ინაწილებდნენ. შემდგომში ამ ნაწილების შეერთებით ისინი ან მათი შთამომავლები სცნობდნენ ერთმანეთს. ასეთივე მნიშვნელობა გააჩნია ქრისტიანულ სიმბოლიკასაც. გარეგანი ფორმა დაფარულის მხოლოდ ნაწილს შეადგენდა, რად მხოლოდ მორწმუნეთათვის იყო გამხეილი, როგორც წესი, ქრისტიანულ ხელოვნებაში სიმბოლო მჭიდროდ უკავშირდებოდა ბიბლიურ გამოცხადებას, წმინდა წერილის ტექსტსა და ღვთის სიტყვას.
ვიდრე უშუალოდ ქრისტიანულ სიმბოლოებზე ვისაუბრებთ, საინტერესოა ვახსენოთ ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი პირველი ნიმუში- რომის კატაკომბების კედლის მხატვრობა. ქრისტიანები კატაკომბებს მათი დევნის დროს სამალავებად იყენებდნენ და იქვე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.
ძველად ქრისტიანები ერთმანეთს სწორედ ქრისტიანული ხელოვნებითა და სიმბოლოებით ცნობდნენ. მათ შორის იყო თევზი, რომელიც ყველაზე ადრეული და გავრცელებული სიმბოლოა და თვით ქრისტეს განასახიერებს. ასევე კრავი, რომელიც იმ სიმბოლოთა ნაწილია, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროიდანვე იყო ცნობილი.
ცნობილ ქრისტიანულ სიმბოლოებს შორისაა მტრედი, რომლის ისტორიაც „დაბადებიდან“ მომდინარეობს. როგორც წესი, მტრედი მშვიდობის სიმბოლოდ აღიქმება. სიმბოლოებს შორის ცნობილია: ღუზა, შროშანი, მწყემსი კეთილი და სხვა.. თითოეული სიმბოლო ქრისტიანულ მოძღვრებასთან იყო დაკავშირებული და გამოსახავდა იესო ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობელსა და სხვებს…
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა