ეგვიპტის პრემიერის ჰაზიმ ბიდლავის განცხადებით, ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება დაგეგმილ თარიღზე. მას, არავითარი ინფორმაცია არ მიუცია რეფერენდუმის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნებილ ფეჰმის განცხადებით კი მომავალი წლის თებერვალში ან მარტში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
პრემიერის ბიდლავისვე ცნობით, კონსტიტუცია მოიცავს ყველა სპექტრს. რეფერენდუმის შემდეგ ჩატარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
ეგვიპტის საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით შექმნილი 50 კაციანი კომისიის მრჩეველის მუჰამედ სელმავის ცნობით კი, კომისიის მუშაობა დასრულდება სამ დეკემბერს. ტექსტი წარედგინება პრეზიდენტს, შემდეგ კი ჩატარდება მომავალი წლის იანვარში დაგეგმილი რეფერენდუმი.
ეგვიპტეში ამბოხების შემდეგ, მურსის პერიოდში მომზადებული და 2012 წლის რეფერენდუმზე გასული კონსტიტუცია მეამბოხე ხელისუფლების მხრიდან იყო გადავადებული.
საგარეო საქმეთა მინისრის ნებილ ფეჰმის რეიტერის სააგენტოსთვის გავრცელებული განცხადებით, მუსლიმან კარდეშლერის პოლიტიკური ფრთის თავისუფლების და იუსტიციის პარტიის არჩევნებში მონაწილეობას იურდიულად არავითარი დაბრკოლება არა აქვს.
ამავდროულად კონსტიტუციის ცვლილების კომიტეტმა დაამტკიცა მეჯლისის საბჭოს გაუქმება.
09.11.13