პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.
ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, იგი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას გენერალური დირექტორი იყო.
ზურაბ აზარაშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ტერაბანკში, კორ სტანდარტ ბანკში, ქართუ ბანკსა და თიბისი ბანკში. მას განათლება მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში.