იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქვე კიდევ ერთი სიახლეა – ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ.
აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ.