ფარმაკოლოგიის პროფესორმა, ევანგელოს მანოლოპულომ ტელეკომპანია ΕΡΤ1-ის საშუალებით ოპტიმისტური მესიჯი გაუზავნა მოსახლეობას.
პროფესორის თქმით, 2022 წელი პანდემიის დასასრულის წელია და მომდევნო წლის ამავე სეზონზე კორონავირუსი ჩვენი საუბრის მთავარი თემა ნამდვილად აღარ იქნება ძალიან ბევრი მიზეზის გამო.
“გასულ წელს სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ახლა, ვაქცინამ იმედი მოგვცა. პარალელურად კი, ვიპოვეთ გზა, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მოკლედ რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელსაც კორონავირუსი ჩვენთან წააგებს და ეს 2022 წელს მოხდება,” ამბობს ის.
პირდაპირ ეთერში ჩაერთო ექთანი ქალიც, რომელიც ევანგელისმოს საავადმყოფოში მუშაობს და პირველი მედიკოსი იყო, რომელიც აიცრა. როგორც ქ-ნ ეფი ამბობს, 1 წელი გავიდა და ის ისევ აქ არის, ჩვენს გვერდით.