კორონავირუსის დელტა და ომიკრონ-შტამები ინფიცირების შემთხვევების „ცუნამს“ იწვევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება დიდ ზეწოლას იწვევს ჯანდაცვის მუშაკებზე და ზოგადად ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე, რომლებიც კოლაფსის ზღვარზე არიან.
ცნობისთვის, ყოველდღიურად მსოფლიოში 900 000 ახალი კოვიდ-შემთხვევა ფიქსირდება. მხოლოდ საფრანგეთში დღეში 200 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. აშშ-ში კი დღიური შემთხვევები 265 000-ს ასცდა. ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა დანიაში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაშიც.
ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ომიკრონის შტამი ყველაზე სწრაფად ვრცელდება სხვა შტამებთან შედარებით. ისინი მსოფლიოს მოსახლეობას ბუსტერ დოზებით აცრისკენ მოუწოდებენ.