ახლა არის დაახლოებით 50-მდე ავადმყოფი საქართველოში. მიიღება ყველა ზომები, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შტამის გამო, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდოს.
„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, – განაცხადა ცერცვაძემ.