რუსულმა Метровагонмаш-მა გაიმარჯვა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.
თბილისის მერიამ BMG-სთან დაადასტურა ტენდერში Метровагонмаш-ის გამარჯვება, რომელიც დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონს მიაწვდის. ლარებში შესყიდვის ღირებულება 172 მილიონია.
“EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს “მეტროვაგონმაში”. ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში,”- განმარტავენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.
მეტროს რეაბილიტაციის პროექტი EBRD-მა 2020 წელს დაამტკიცა, მისი მოცულობა 75 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 65 მილიონი ევრო არის კრედიტი.
წყარო : bm.ge