„კოვიდ-19“-ის ახლადაღმოჩენილ შტამთან დაკავშირებული კვლევის შედეგების მიხედვით, „ომიკრონი“ ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა, ფილტვების ქსოვილებში – არა.
შესაძლოა, ქსოვილებში „ომიკრონის“ გავრცელების დინამიკის შესწავლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გახდეს ცნობილი, თუ რამდენად განსხვავდება იგი სხვა შტამებისგან.
კვლევის პირველადი შედეგებით, „დელტა“ შტამისაგან განსხვავებით, „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ზედა სასუნთქი გზების ქსოვილებში, თუმცა, სხვა უკვე ცნობილ შტამებთან შედარებით, ფილტვებში მისი გავრცელების სისწრაფე 10-ჯერ ნაკლებია.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევაში ჩართული წამყვანი მეცნიერის, მაიკლ ჩან ჩი ვაის განცხადებით –
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დაავადების სიმძიმე არ განისაზღვრება მხოლო ქსოვილებში მისი გავრცელების სისწრაფით. აუცილებელია ადამიანის იმუნური სისტემის რეაქციის გათვალისწინებაც, რომელიც ხანდახან შესაძლოა, ანთებით პროცესამდეც მივიდეს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა“.
მისივე ვარაუდით, შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი სხვა ვარიანტებთან შედარებით გაცილებით უფრო გადამდები იყოს, სწორედ იმის გამო, რომ ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ზედა სასუნთქ გზებში ვითარდება და მრავლდება.
ამ ეტაპზე, „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული კვლევის საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ მუშავდება და მოგვიანებით გასაჯაროვდება.
წყარო :reuters.com