საგარეო ვალის ზრდა, ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საარსებო მინიმუმი და უმუშევრობა – ძირითადი ფაქტორებია, რაც 2021 წლის ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. „საერთაშოროსო კვლევებისა პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე პრეზიდენტმა, ეკ.დოქტორმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ ,,კომერსანტთან“ დეტალუურად განმარტა, თუ რა შედეგით დასრულდა 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის.
ნიკა შენგელიამ განსაკუთრებული აქცენტი საგარეო ვალზე გაააკეთა და აღნიშნა, რომ 9 წელიწადში ეს მაჩვენებელი 393%-ით არის გაზრდილი.
,,სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 2021 წელს 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 965.7 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 542.1 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების სესხები კი 1.2 მლრდ აშშ დოლარია. ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 73.8%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ს შეადგენს.
ამ მონაცემებს თუ შევადარებთ 2012 წლის მონაცემებთან როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ვალი 6,6 მილიარდი ლარი იყო, ვხედავთ რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საგარეო ვალი 393%- ით გაგვეზარდა“, – განმარტა ნიკა შენგელიამ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა