სასამართლომ ჯოკოვიჩის საჩივარი დააკმაყოფილა — ის ავსტრალიაში რჩება
ჯოკოვიჩის ადვოკატების მტკიცებით, ჯოკოვიჩმა ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა და მისთვის გამონაკლისი ორმა სხვადასხვა სამედიცინო ბორდმა დაუშვა და როცა ქვეყანაში ჩავიდა, იცოდა, რომ ეს დაშვება ძალაში იყო
გასულ კვირას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს. ჩოგბურთის სერბი ვარსკვლავი მელბურნის აეროპორტში გააჩერეს და რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს, რომ ქვეყანაში არ დაიშვებოდა და ვიზა ჩამოერთმეოდა — ავსტრალიის პრემიერმინისტრის განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას. იმიგრაციის მინისტრმა შესაძლოა გამოიყენოს ვიზის ხელახლა შეჩერების უფლება