სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა რომ, ბაშარ ასადის ძალებმა გუშინაც დაბომბეს სირიის თავისუფალი არმიის პოზიციები როგორც დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებში, ასევე ქალაქ ასელიში, ჩობარში, მუდამიეში, ბერზეში და იარმუქში, რის შედეგადაც მთლიანობაში კიდევ 74 კაცი დაიღუპა და ამათგან 9 ბავშვი და 3 ქალიც არის.
ამავე ცნობით ოპოზიციის ძალებმა ქალაქ ალეპოსათვის წარმოებულ ბრძოლაში ხელისუფლების 4 ტანკი და ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს და უკუაგდეს მათი იერიში.
სირიის ხელისუფლების განცხადებით კი სამთავრობო ძალებმა ქვეყნის მრავალ ქალაქში განახორციელა სამხედრი ოპერაციები და ლიკვიდირება გაუკეთა მრავალ ტერორისტს, ამასთან მათი კუთვნილი დიდძალი სურსათ-სანოვაგეც იგდო ხელთ.
10.11.13
Discussion about this post