თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით აბდულლაჰ გიულის მოწვევით 12 ნოემბერს ანკარას ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ეს იქნება ალიევის გასულ თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შემდგომი პირველი უცხოური ვიზიტი.
ილჰამ ალიევს ოფიციალურ მიღებას მოუწყობენ მისი თურქი კოლეგა აბდულლაჰ გიული და პრემიერი ერდოღანი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერდოღანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის უმაღლესი დონის სტრატეგიული ურთირთთანამშრომლობის მესამე შეკრებაში.
აბდულლაჰ გიული კი ილჰამ ალიევს ორი ქვეყნის დაახლოება-დამეგობრებაში შეტანილი აქტიური წვლილის გამო, თურქეთის ყველაზე უმაღლესი, სახელმწიფო ორდენით დააჯილდოებს, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური.
10.11.13