• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, მაისი 23, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ახალი ამბები
მეტროს სადგურ „ისანში“ შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

მეტროს სადგურ „ისანში“ შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

2022/01/25
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
12 0
11
SHARES
155
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსეპქტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი:
2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროს სადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია. 

გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. 

მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 

2022/05/21
11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 
ახალი ამბები

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

2022/05/21
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 
ახალი ამბები

კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

2022/05/21
Next Post
ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება – კვლევა

ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება - კვლევა

“ომიკრონი” დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების სისტემის დაზიანებასთან” – მაკა ბულეიშვილი

"ომიკრონი" დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების სისტემის დაზიანებასთან" - მაკა ბულეიშვილი

ხის რგოლები, რომლებიც  ინტერიერს სიმყუდროვეს მატებს

ხის რგოლები, რომლებიც ინტერიერს სიმყუდროვეს მატებს

Discussion about this post

ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 

2022/05/21
0

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში...

სრულად
11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

2022/05/21
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

2022/05/21
ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

2022/05/21
რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

2022/05/21
თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

2022/05/21
მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

2022/05/21

საინტერესო

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

5 თვის ago
“ნამახვანჰესის” დირექტორი მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგისთვის იწვევს

“ნამახვანჰესის” დირექტორი მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგისთვის იწვევს

1 წელი ago
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს

2 წელი ago
“ჩქიმ ჯიმა, ბოდიში წამალი არ არის !”

“ჩქიმ ჯიმა, ბოდიში წამალი არ არის !”

7 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა  2022/05/21
  • 11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში  2022/05/21
  • კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა  2022/05/21

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In