“მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.
„მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია“ – ანუ, დღეს 112-ის ზარით, თუნდაც „მწვანე“ პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში? მწვანე პასპორტის და ! გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.