• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, ივნისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ახალი ამბები
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
in ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
16 0
14
SHARES
198
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ, ადამიანებს გვიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ, უბრალოდ, ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდეთ, სადაც ყველაფერი განსხვავებული და არაჩვეულებრივია. სწორედ ასეთი სივრცეა “ექსპერიმენტორიუმი” – მუზეუმი, რომელიც ორიენტირებულია როგორც საგანმანათლებლო მიზნებზე, ასევე, ის მომხმარებელს გართობას სთავაზობს.
ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” მუზეუმის ერთ-ერთი მმართველი, თათია გაგუა ესაუბრა.

დეტალურად, რას მოიცავს “ექსპერიმენტორიუმი”?

“ექსპერიმენტორიუმი” არის ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ფიზიკის 80-მდე ექსპონატი და ქიმიის ლაბორატორია. თვალსაჩინო ექსპონატებითა და პრაქტიკული ცდებით, მუზეუმი მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
“ექსპერიმენტორიუმი” არის პირველი ინტერაქტიული მუზეუმი საქართველოში, რომელიც ექსპონატებთან შეხების, მათი გამოცდის, მუზეუმში შეუზღუდავი გადაადგილების, სიცილის, სურათების გადაღებისა და ყვირილის საშუალებასაც იძლევა.
მუზეუმი 2016 წელს დაარსდა თბილისში და უკვე მეექვსე წელია, მეცნიერებით დაინტერესებული (და არამარტო) ბავშებისა და ზრდასრული ვიზიტორების გაოცებას იწვევს.

რა აქტივობებს ითვალისწინებს ის?

მუზეუმში წარმოდგენილი, ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციისა და ქიმიური ცდების გარდა, მუზეუმი სასკოლო ჯგუფებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, არდადეგების პერიოდში კი მუზეუმის საგანმანათლებლო აქტივობებით „ჰოგორტსის სკოლას“.
მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია და საგანმანათლებლო პროგრამები ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების მარტივად ახსნის საშუალებას იძლევა და ბევრ შეკითხვაზე პასუხს დასაბუთებული მეცნიერებით იძლევა.
ამასთანავე, მუზეუმში შესაძლებელია დაბადების დღის ან სხვადასხვა სახის ღონისძიების აღნიშვნა.
გარდა მუზეუმისა, “ექსპერიმენტორიუმი” დაინტერესებული ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის მეცნიერული სანახაობის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართვის საშუალებასაც იძლევა, რაც მეცნიერებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და სანახაობრივს ხდის.

რა ასაკობრივ კატეგორიაზეა ის მორგებული?

“ექსპერიმენტორიუმს” არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. სამეცნიერო მუზეუმში სტუმრობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ზოგადად, მუზეუმში რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ სტუმრობას, მით უკეთესია ბავშვისთვის.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 3 და 4 წლის ბავშვებისთვის შეიძლება, სრულებით გასაგები იყოს, რაც სამეცნიერო მუზეუმში ხდება. შედარებით უმცროსი ასაკის ვიზიტორებისთვის სამეცნიერო მუზეუმი სათამაშო ველს წარმოადგენს, სადაც მარტივად და საინტერესოდ მიწოდებული მოვლენებით აღფრთოვანდებიან, რაც მომავალში დარგით დაინტერესებას იწვევს.
“ექსპერიმენტორიუმში” სტუმრობა საინტერესოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. გარდა სასკოლო ჯგუფების საგანმანათლებლო პროგრამებისა, მუზეუმში მოსული ოჯახებისთვის/მეგობრებისთვის მუზეუმის ინტერაქტიული საგამოფენო სივრცე და აქტივობები უფრო მეტად დაახლოებისა და აღმოჩენების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ბევრია დაინტერესებული თქვენი მომსახურებით?

საბედნიეროდ, სამეცნიერო მუზეუმით დაინტერესება ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზით (COVID-19), ისევე – როგორც სხვა ბევრ მუზეუმში, “ექსპერიმენტორიუმში” ვიზიტორების რაოდენობამ იკლო. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს ვირუსის გადაცემისთვის საფრთხის შემცველ ადგილს, საზოგადოებაში მაინც არსებობს შიშის ფაქტორი, რაც სრულებით გასაგებია და რაც, ბუნებრივია, მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობის კლებას იწვევს. თუმცა, ეს დროებითი და პანდემიის სტატისტიკური მონაცემების პარალელურად ცვალებადია.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4Share1

მსგავსი სტატიები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 
ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 

2022/06/25
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 
ახალი ამბები

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

2022/06/25
Next Post
BLB: არ დაკმაყოფილდა Netflix-ის შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე

BLB: არ დაკმაყოფილდა Netflix-ის შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე

„მხარი დაუჭირეთ შვილებს, თუ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის არიან“- პაპი ფრანცისკე

„მხარი დაუჭირეთ შვილებს, თუ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის არიან“- პაპი ფრანცისკე

შოკოლადის ხინკლუკები – პროდუქტი ქართულ ბაზარზე

შოკოლადის ხინკლუკები - პროდუქტი ქართულ ბაზარზე

Discussion about this post

ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 
ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 

2022/06/25
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე წააგო...

სრულად
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

2022/06/25
ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

2022/06/25
“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24

საინტერესო

მეტროს მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები

მეტროს მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები

5 წელი ago
ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

7 წელი ago
დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი

დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი

1 წელი ago

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი 26 ივლისს გაგრძელდება

9 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი  2022/06/25
  • დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან  2022/06/25
  • ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება  2022/06/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In