Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე შვილების მშობლებს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ლგბტქ ბავშვეი ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან“ – აცხადებს რომის პაპი.
იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას არ შეუძლია მიიღოს ერთსქესიანთა ქორწინება, მას შეუძლია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო კავშირის დაკანონების ისეთ ფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს გეი პარტნიორებისთვის ერთობლივი უფლებების მინიჭებას პენსიების, ჯანმრთელობის დაცვისა და მემკვიდრეობის საკითხებში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა