ბორის ჯოსონმა კიევში, ვოლოდიმირზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა მიზეზებზე, რატომ არის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანი დიდი ბრიტანეთისთვის.
პრემიერმინისტრმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.
“ვიღაცამ თქვა, რომ [რუსეთის მხრიდან] მუქარას ვაზვიადებთ, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, ეს ყოველივე გააბუქოს. ეს ასე არ არის. რაც ხდება, აშკარა და არსებული საფრთხეა.
მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთისთვის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია, რის გამოც დასავლეთი ცდილობს გაერთიანებას, პირველ რიგში, არის უკრაინა. ამასთან, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
ეჭვგარეშეა, რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკირანისთვის დამიზნებული იარაღით.
როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ამ მოვლენამ გვაჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალია, აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი. პუტინს ამის აღმოფხვრა სურს ახალი იალტისა და გავლენის ზონების შექმნის მცდელობით.
კრემლის ამბიციები გაგრძელდება. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე”. – თქვა თქვა ბორის ჯონსონმა.