არსებობს თუ არა ალტერნატივა, როდესაც გარკვეულ ეტაპზე მომხმარებლს არ აქვს სესხის გადახდის შესაძლებლობა – ამის შესახებ ყველამ არ იცის. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ასეთ დროს ბანკთან კომუნიკაცია ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალია – ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, ვმართოთ ჩვენი ფინანსები და შევასრულოთ აღებული ვალდებულება.
“თბილისი თაიმსს” საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.
“როდესაც ადამიანი კარგავს შემოსავალს და ვეღარ ახერხებს სესხის გადახდას, ამ შემთვევაში, ხშირად, ისინი არ მიმართავენ ხოლმე ბანკს დროულად, რათა შეატყობინონ, რომ მათ შეუმცირდათ ან აღარ აქვთ შემოსავალი – რათა ბანკმა მათ გაუკეთოს სესხის რესტრუქტურიზაცია ან გადავადება, მისცეს მას საშეღავათო პერიოდი. ამ შემთვევაში, ჩემი რჩევა იქნება, მომხმარებელმა არ დაუმალოს ბანკს, რომ აქვს პრობლემა – ის უნდა ესაუბროს ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებს, თუ როგორ შეიძლება, მან გადახდა გარკვეული პერიოდის შემდგომ განაგრძოს”, – განმარტავს კეპულაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ სასესხო ხელშეკრულება ორივე მხარეს ვალდებულებებს ანიჭებს.
“სასესხო ხელშეკრულება ორივე მხარეს ანიჭებს ვალდებულებებს. თუ ადამიანი არ იხდის სესხს, სანაცვლოდ მას შეიძლება, უძრავი ქონება ჰქონდეს დატვირთული და ბანკს შეუძლია, მომხმარებლის უძრავი ან მოძრავი ქონების მიმართ დაიწყოს დავა თანხის ამოღების მიზნით. მაგრამ თუ ბანკს დროულად შეატყობინებთ, სასამართლო დავის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. შეიძლება ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემაც კი. ამ პერიოდში, ალბათ, მომხმარებელი აღიდგენს შემოსავალს და გააგრძლებს გადახდას საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ.
თუ ადამიანი გადახდას მაინც ვერ ახერხებს და ბანკთან იწყება იურიდიული დავა, ბანკმა შესაძლოა, საქმე წაიღოს სასამართლოში. როდესაც დავა იწყება, მომხმარებელს ჯარიმების გადახდაც უწევს და ა.შ. ეს შესაძლოა, მისთვის უფრო მეტი ფინანსური ტვირთი აღმოჩნდეს. ამიტომ, მან უნდა გათვალოს საკუთარი შესაძლებლობები და ასეთ შემთხვევაში აიღოს სესხი”, – ამბობს გიორგი კეპულაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ