ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრისკენ კვლავ მოუწოდებს. იმუნოლოგ-ალერგოლოგი აღნიშნავს, რომ ბუსტერ-დოზა იმის 95%-იან გარანტიას იძლევა, რომ ადამიანი COVID-19-ით არ გარდაიცვლება.
„სამჯერ აცრილ ადამიანს აქვს დაახლოების 50-დან 68%-მდე სრული გარანტია, რომ არ დაინფიცირდება, მაგრამ აქვს 95%-იანი გარანტია, რომ არ მოხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არ გარდაიცვლება. შესაბამისად, თუ გვინდა მეექვსე ტალღით გამოწვეული დარტყმა მინიმუმამდე შევამციროთ, რაც შეიძლება ბევრმა, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მესამე, ბუსტერული დოზით ვაქცინაცია“, – აცხადებს კულუმბეგოვი.