დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, ადამიანებმა ვაქცინაციაზე უარი არ უნდა თქვან, რადგან ეს რისკების მკვეთრი შემცირების პირობაა.
„თუ „ომიკრონის“ ტალღის შეჩერება, შეკავება და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოსვლა გვინდა, ივლისამდე, მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ინფიცირებისგან დაცვა საკმაოდ მაღალია, 80%-ზე მაღალია, ასევე – ჰოსპიტალიზაციისგანდა სიკვდილობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს მესამე ანუ ბუსტერ დოზა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.