Bloomberg-ის სისტემაში 7 თებერვლის ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. კურსი 2.9750-ზე გაიხსნა და ბოლო რამდენიმე საათში ის 4 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ამჟამად (12:40 სთ) სისტემაში ერთი დოლარი 2.9350 ლარად ივაჭრება. თუკი ოფიციალური კურსიც ამ მიდამოში დაფიქსირდება, მაშინ ის 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, ლარის ყველაზე მყარი კურსი იქნება.
ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 2.9867 ლარი ღირს. ახალ კურსს სებ-ი დღეს 17:00-ზე გამოაქვეყნებს.