საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მორიგი სიახლე აქვს – მესამე კორპუსში უკრაინული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა გახსნეს.
“იდეა არის ერთობლივი – უკრაინის საელჩოსი და ჩვენი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ტიპური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს მხატვრულ ლიტერატურას, სამეცნიერო ლიტერატურასა და სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. ამ ფაქტს უკრაინული საზოგადოებისგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით, დიასპორისგან. ველოდებით, რომ ნელ-ნელა ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება”, – აცხადებს “თბილისი თაიმსთან” საუბრისას გიორგი კეკელიძე.
როგორც კეკელიძემ განმარტა, უკრაინული ბიბლიოთეკა უკრაინის საელჩოს, უკრაინული ინსტიტუტისა და ორგანიზაცია “სვიტანოკის” მხარდაჭერით გაიხსნა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ