შვედეთის მთავრობამ მიღებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა, COVID-19-ის მასიური ტესტირებაც შეაჩერა და პანდემია დასრულებულად გამოაცხადა
ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და საავადმყოფოებში მართვადი სიტუაციის გამო მიიღო.
”დროა, კვლავ გავხსნათ შვედეთი. პანდემია სრულიად ახალ ფაზაშია”,- თქვა პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო COVID-19-ს სოციალურად კრიტიკულად არ მიიჩნევს.
რეგულაციების გაუქმების მიუხედავად, შვედეთის მთავრობა მოსახლეობას კვლავ ურჩევს, რომ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სიმპტომების ქონის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
შვედეთში მოსახლეობის თითქმის 74% სრულად ვაქცინირებულია.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი გადაწყვეტილება დანიამ მიიღო. ქვეყანაში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები 31 იანვარს მოიხსნა, მიუხედავად, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ იუნგშტედტი