საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტის ადგილ-მდებარეობის განსაზღვრას შეეხებოდა, აღნიშნულმა კანონ-პროექტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, მისი ხელმეორედ განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო, პარალელურად თბილისის პარლამენტის შენობაში რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ”თბილისი თაიმსმა” მოვლენის შეფასება და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების გამოვლენა ექსპერტ იაგო კაჭკაჭიშვილს სთხოვა, ექსპერტი სააგენტოსთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებებსა და ხელისუფლების გადაბარების საკითხებსაც შეეხო.
ბატონო იაგო, როგორ აფასებთ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ფაქტს, თქვენი აზრით ეს დასავლეთ საქართველოს განვითარების მიზნით მოხდა თუ ეს ცვლილება იმდროისთვის თბილისში არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით განხორციელდა? რა იმალება ამ გადაწყვეტილების უკან?
პარლამენტი ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს მთავრობის მუშაობაზე, ამიტომ თუ მთავრობა იქნებოდა თბილისში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ეს კოორდინაციას გაართულებდა, შესაბამისად მონიტორინგი შესუსტდებოდა, შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში, ცალსახა პასუხი არ არსებობს იმაზე დადებითია თუ არა პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, მოვლენას აქვს როგორც პლიუსები ასევე მინუსები. როდესაც მისი ქუთაისში დატოვების ან თბილისში დაბრუნების საკითხს განვიხილავთ ფაქიზად უნდა ავწონოთ როგორც პლიუსები ასევე მინუსები, პარლამენტის ქუთაისში მდებარეობის ყველაზე დიდი მინუსი არის მთავრობაზე კოორდინაციის შესუსტება და ასევე ის რომ ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, პარლამენტის უზარმაზარი აპარატის ცხოვრებისა და გზის ხარჯებს ბიუჯეტი ისტუმრებს, ეკონომიკურად ძალიან არარენტაბელურია ქუთაისში პარლამენტის შენახვა, არ ვუარყოფ იმ ფაქტს რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა იმდროინდელი დაძაბული ვითარების განსამუხტად მომხდარიყო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად იყო საპროტესტო გამოსვლები თუ აქციები, ამიტომაც ვეთანხმები იმ აზრს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ვითარების გასანეიტრალებლად მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს,რომ ახალი პარლამენტის შენობის აშენება ქუთაისში საკმაოდ ძვირი დაჯდა და მას სამწუხაროდ,სხვერპლიც მოყვა. საკანონმებლო ორგანოს უკან, თბილისში დაბრუნება კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს, როგორ ფიქრობთ ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა მიზანშეწონილია ამ ეტაპზე?
თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა საჭირო იქნება ერთჯერადი ხარჯების გაწევა, პარლამენტის თბილისის შენობაში რამდენადაც მე ვიცი აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ამისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, უნდა დაითვალოს რა ჯობია პარლამენტის ქუთაისში შენახვა, რომელიც ეკონომიკურად დასუსტებულ ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება თუ პარლამენტის ძველი შენობის აღდგენისთვის გაწეული ერთჯერადი თანხები და ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება. საერთოდ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პარლამენტი დედაქალაქში მდებარეობს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
როგორც წინა მთავრობა აცხადებდა პარლამენტის ქუთაისში გადატანას უნდა გაეუმჯობესებინა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური გარემო. თქვენი აზრით მოხერხდა დასახული მიზნის განხორციელება? პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში მოხდება ქუთაისის განვითარების შფერხება როგორც ამას საპარლამენტო უმცირესობა და ქუთაისის მოსახლეობა აცხადებს?
ქუთაისი წლების განმავლობაში ჩაკეტილი და უფუნქციო ქალაქი იყო და პარლამენტმა ის გარკვეულწილად გამოაცოცხლა, ქუთაისმა გარკვეული ფუნქცია, მნიშვნელობა შეიძინა თუმცა პარლამენტი თუ თბილისში გადმოვიდა შეიძლევა ის სხვა ორგანომ ჩაანაცვლოს ან ქუთაისმა სხვა ფუნქცია შეიძინოს, შესაძლებელია ქუთაისს დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქცია, შესაძლებელია ასევე ის გახდეს ხელოვნების ცენტრი, გასაგებია, რომ ქუთაისის მოსახლეობამ საკუთარი მცირე ბიზნესი აწყობა შეძლო, ფართების გაქირავება და კვების ობიექტების გახსნა შეძლო, ეს რა თქმა უნდა ქუთაისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, გარდა ამისა გარკვეული მორალური ღირებულებაც შეიძინა ქუთაისმა და გასაგებია, რომ რიგითი ქუთაისელისთვის საამაყოა, რომ ის არის საპარლამენტო ქალაქის მკვიდრი, პარლამენტის თბილისში გადმოტანის შემთხვევაში თუ ქუთაისი ყველამ დაივიწყა ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ამიტომაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი სხვა სტატუსმა ან ფუნქციამ უნდა ჩაანაცვლოს
როგორ აფასებთ იმ აქტს რომ ქუთაისის საპარლამენტო შენობა ოფიციალურად პარლამენტს არ ეკუთვნის და იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შენობა რეალურად დაუსრულებელია და უკვე მიდის მსჯელობა მისი თბილისში დაბრუნების შესახებ, ბატონო იაგო პოპულისტურ გათვლებთან ან პოლიტიკური ლიდერების ახირებებთან ხომ არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?
ამ ნაბიჯს პოპულისტურს, რაღაც ქულების ჩაწერის მიზნით განხორციელებულს ნამდვილად ვერ დავარქმევ, თუმცა ცალკეულ ლიდერებს გარკვეული მისწრაფება ნამდვილად ჩანს ამ საკითხის მიმართ. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ პარლამენტის გადატანა უნდა მომხდარიყო სხვა ქალაქში, არც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მომხდარა და არც ექსპერტთა მოსაზრება მოუსმენია არავის ამ გადაწყვეტილების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტის ადგილ-სამყოფელის განსაზღვრას ეხებოდა, კანონის მისაღებად საკმარისი ხმის რაოდენობა ვერ მოგროვდა და კანონ-პროექტის ხელმეორედ განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს, შეძლებენ კანონ-პროექტის ინიციატორები საჭირო ხმის მიღებას? და თუ შეძლებენ მაშინ რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას?
მივესალმები იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება და ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი პროცედურების დაცვით, საგაზაფხულო სესიაზე კანონ-პროექტის მისაღებად უკვე ხმების 3/4-ია საჭირო, ასე რომ ვფიქრობ კანონ-პროექტის ინიციატორებს საწირო ხმების მოგროვება გაუწირდებათ. თუ ხმების მოგროვება შეძლეს უცნობია რა ბედი ელის პარლამენტის შენობას მაგრამ მე მივესალმებოდი, რომ მას რაიმე კულტურული დატვირთვა შეეძინა მომავალში.
როგორ აფასებთ პრემიერის კანდიდატურას? თქვენი აზრით რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის გადაწყვეტილებების მიღებისას და უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს?
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ღარიბაშვილის წინაშე დგას, ეს ძალიან რთული ამოცანაა, რისი შესრულებაც ღარიბაშვილს, ვფიქრობ, გაუჭირდება მაგრამ შეუძლებელი არ არის და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი,მას თუ რაიმე გაუკეთებია პოლიტიკურ ასპარეზზე, საჯარო სივრცეში მხოლოდ ივანიშვილის დახმარებით, ასე რომ რთული იქნება მისთვის იყოს დამოუკიდებელი მაგრამ შეუძლებელი არ არის. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს,ჩვენთვის უკვე ცნობილია რამდენიმე საკადრო ცვლილება, მოგეხსენებათ შეიცვალა კბილაშვილი, ის გადადგა მაგრამ ეს გადადგომა შეთანხმებული იყო როგორც ივანიშვილთან ასევე ღარიბაშვილთანაც,ამ წასვლას ხელოვნურად მიეცა გადადგომის ფორმა. ჩემი მოსაზრებით მინისტრთა ძირითადი კორპუსი უცვლელი დარჩება.
თქვენი აზრით რა ბედი ეწევა სააკაშვილს, დარჩება თუ არა ის პოლიტიკაში? როგორ ხედავთ სააკაშვილის როლს მომავალში ქართულ პოლიტიკაში?
როგორც თვითონ აცხადებს, ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარიმართება მოვლენები, მნიშვნელოვანია რა საქმეებს გამომაზეურებს პროკურატურა, შესაძლებელია სააკაშვილის დაკითხვაც გახდეს საჭირო, თუ აღმოჩნა , რომ სააკაშვილის საქმიანობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გადაცდომებს შეიცავდა, ის პოლიტიკაში ადგილს ვეღარ დაიმკვიდრებს და მას პოლიტიკაში დარჩენა გაუჭირდება, მნიშვნელოვანია ისიც თუ რა მოუვა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგ, მოიმატებს თუ პირიქით ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წონა,ეს პირდაპირ დამოკიდებულია კოალიცია ”ქართული ოცნების” საქმიანობაზე, რაც უფრო წარმატებული იქნება დღევანდელი ხელისუფლება მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ნაციონალურ მოძრაობას გაამყაროს საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, სააკაშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში მიბმულია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგთან და პოლიტიკურ გავლენასთან. ბოლო არჩევნებმა აჩვენა რომ საზოგადოების ნაწილისთვის ნაციონალური მოძრაობა არ არის ძლიერი ოპოზიციური ძალა და საზოგადოება მოითხოვს სრულიად ახალი ოპოზიციური ფლანგის შექმნას, არიან ადამიანები ვინც ”ქართული ოცნების” საქმიანობით არ არიან კმაყოფილები და არც ”ნაციონალურ მოძრაობას” ენდობიან ამიტომაც საჭიროა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა.
12.11.13
ნინა პირტახია