სტევო პენდაროვსკიმ, 11 წლის გოგო, რომელიც სკოლაში ე.წ. ბულინგის მსხვერპლი იყო, საკლასო ოთახამდე მიაცილა, – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი დედაქალაქ სკოპიედან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ გოსტივარში სპეციალურად გოგონასთვის ჩავიდა.
„ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ამ საზოგადოებაში. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მის მიმართ“, – თქვა პენდაროვსკიმ.
სკოლაში ბავშვის ჩაგვრის გამო, გამოძიება დაიწყო.