რემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გააკეთებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სექტორი პროექტებისთვის ადგილობრივი ბანკებისგან სესხის მიღებას მთავრობის გარანტიით შეძლებს.
„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა სამშენებლო სექტორს ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა ეს მინიმალურია, ვფიქრობ 1 მილიონამდეც შეიძლება ასვლა.
ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით 1 მილიარდი კვადრატული მეტრი, 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ. ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთა ექნებათ ამ სამუშაოებზე და ჩვენ განვადებით, 3-5 წლის განმავლობაში გადავიხდით ამ თანხას. 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს იქნება 1%-2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი“,- განაცხადა პრემიერმა.