სულ მალე, 14 თებერვალს წყვილები “ვალენტინობას” აღნიშნავენ. ამ დღეს ადამიანები საკუთარ მეორე ნახევრებს საჩუქრებს ჩუქნიან და სიურპრიზებს უწყობენ. მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად, ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა საქართველოსთვისაც აქვს.
სიყვარულის, იგივე შეყვარებულების დღე მსოფლიოში სათავეს მეხუთე საუკუნიდან იღებს, უფრო ზუსტად, ქალაქ რომიდან. ის წმინდა ვალენტინის სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც მესამე საუკუნის შუა წლებში სიკვდილით დასაჯეს. იქამდე, მან უამრავი წყვილი გააბედნიერა და ოჯახები დალოცა. ასე იქცა ის ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერების მფარველად. მისი სიკვდილით დასჯის ისტორია კი ასეთია:
გარკვეული მიზეზების გამო, მრისხანე კლავდიუსმა, რომის იმპერატორმა დაქორწინება აკრძალა. ამ აკრძალვის მიუხედავად, წმინდა ვალენტინი ამ წესს მაინც აღასრულებდა – ის ამას ფარულად აკეთებდა. ამის შესახებ კი ინფორმაცია მაინც გავრცელდა.
უკვე დღეს, 14 თებერვლის, როგორც ვალენტინობის დღის მიმართ განწყობა საზოგადოებაში ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ამ დღეს ისე აღნიშნავს, როგორი სიმბოლური დატვირთვაც მას აქვს. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დღეს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ამ დღის შესახებ უკვე არაერთი ფილმია შექმნილი, რომელიც წყვილებს ნამდვილად ეხმარება განწყობის შექმნაში. მეტიც, 14 თებერვალი იქცა გამორჩეულ თარიღად, როდესაც მამაკაცები საკუთარ რჩეულებს დაოჯახებას სთავაზობენ. მართალია, ყოველი დღე სიყვარულის არის და მას გამორჩეული თარიღი არ სჭირდება, თუმცა, რა უნდა გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, თუკი ზემოთ აღნიშნული თარიღი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ერთნაირი ემოციების, განსაკუთრებული შეგრძნებების მომტანი იქნება?..
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ