გამომგონებელმა და ინვესტორმა ილონ მასკმა„ტესლას“ აქციებიდან $5.7 მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც ირკვევა, მასკმა ეს თანხა გასული წლის 19-დან 29 ნოემბრამდე გასცა. კომპანია არ ავრცელებს დეტალებს, თუ სად და რა მიზნით გადაირიცხა 5 მილიარდზე მეტი.
მასკმა დააარსა ფონდი, რომლითაც, ძირითადად, პედიატრიულ კვლევებსა და სამეცნიერო განათლების სფეროს აფინანსებს.