ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება გადამწყვეტი მომენტი, როცა არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს ყოველივე უდიდეს გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე. სწორედ ასეთ მომენტში საჭიროა გონიერება, სიფრთხილე და დაკვირვება… ამასთან დაკავშირებით, საქართველოს-კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე ბრძანებს:
“აი, მე, პატრიარქი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი და ყოველთვის ყველა საკითხში შეუმცდარი ვარ! არც იმას, რომ ყველაზე გონიერი ვარ! როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრება, შემიძლია ამის შესახებ სხვა ადამიანებს დავეკითხო, მათი მოსაზრებები მოვისმინო, კითხვით მივმართავ თუნდაც მორჩილს, თუნდაც ბავშვს, მოძღვრებს, მღვდელმთავრებს… აი, ასეთი საქციელია სწორი. სხვა ადამიანებს უნდა მოუსმინო და შემდეგ მათი ნათქვამიდან მარცვალ-მარცვალ ამოკრეფო ჭეშმარიტება.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ დროს, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და გვონია, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია:
„ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ.“
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: www.ambioni.ge