თამაზ ელიზბარაშვილი – ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი, ქველმოქმედი და ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი აქვს ცხოველებისთვის და უსასყიდლოდ ეხმარება მათ. თამაზ ელიზბარაშვილის ვიდეომ გუშინ მისი გულშემატკივრები შეაშფოთა.
“2-3 წლის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი, მეტასტაზები მაქვს ორგანიზმში”, – განაცხადა ბატონმა თამაზმა ერთ-ერთ ვიდეოში.
ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე ისევ სიმსივნეს ებრძვის. მისი მებრძოლი ხასიათის გათვალისწინებით, ალბათ ამ გამოცდასაც გაუძლებს და მძიმე სენს აუცილებლად დაამარცხებს. დაახლოებით 2 წლის წინ ბატონი თამაზი ,,სარკეს” თავის მძიმე ბრძოლაზე ესაუბრა (ავტორი რუსუდან ადვაძე):
-ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზს სანამ დამისვამდნენ,ოფლიანობა, სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც ნაცნობობით ხვდებიან. საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. გამსინჯა, ჩაქუჩი მირტყა და ნევროზზე დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამალი 4 თვე ვყლაპე.