„ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკები ხუთჯერ გაზრდილია.
„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და ომიკრონთან ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხერხდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, გამოსავალი ისევ ვაქცინაციაა, რათა პანდემიის შედეგები დავძლიოთ და ქვეყანამ ყოველ ახალ ტალღაზე საავადმყოფოს საწოლები არ ითვალოს.
„დანიაში ნახევარი მილიონი აქტიური შემთხვევაა და რეანიმაციაში წევს 31 ადამიანი, ჩვენთან 180 000 აქტიური შემთხვევაა და მათგან 300 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. 31 ადამიანის მართვით სუნთქვას ის ქვეყანა უძლებს, სამედიცინო სექტორი არ არის ზღვარზე და ბუნებრივია ეს არის პანდემიიდან ენდემიაზე გადასვლა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.