ელგუჯა ბურდული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც მისმა ვაჟმა, ლადო ბურდულმა განაცხადა , 81 წლის მსახიობს კოვის-19-ისგან ფილტვების ანთება განუვითარდა.
ლადო ბურდული: – კოვიდის შემდგომი ეტაპია, პნევმონიაა. გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მამა ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება, რომ რთულად არ მიდის ინფექცია. თუმცა ის მაინც მძიმე პაციენტად ითვლება.