უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება მოლაპარაკებების ფორმატს ანადგურებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში გადაწყვეტილებების იგნორირებას. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს”, – თქვა მან.
“ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია, არავისთან ვართ ვალში, არავის არაფერს მივცემთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.