დიდი ბრიტანეთის სანქციების პირველი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ცნობილია – პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხუთი რუსული ბანკისა და სამი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
დიდი ბრიტანეთის მიერ, სანქცირებულია სამი ოლიგარქი – გენადი ტიმჩენკო, ბორის როტენბერგი და იგორ როტენბერგი.
რაც შეეხება ბანკებს ესენია: Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
ეს გადაწყვეტილება ჯონსონმა რუსეთის მიერ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას მოჰყვა. ჯონსონის თქმით, კრემლის ქმედება უტოლდება ქვეყანაში „განახლებულ შეჭრას“
მან დასძინა, რომ სანქციების დაწესება გაგრძელდება, თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
ჯონსონის თქმით, სანქცირებული სამი რუსი პირის აქტივები გაერთიანებულ სამეფოში გაიყინება და დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ.