ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ დოზები ვალიდურია 31 მარტამდე, ხოლო აპრილიდან დამატებითი დოზების მოწოდება მოხდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშირისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ფაიზერის“ დოზების მოწოდებაზე ვმუშაობთ მწარმოებელთან.
იგეგმება, რომ მოწოდება პირველი კვარტლის ბოლომდე მოხდეს, რადგან ამ ეტაპამდე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. ვაქცინების მოწოდება იქნება ისეთი, რომ უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი. დღეს არსებული მარაგები არის ვალიდური 31 მარტის ჩათვლით, ხოლო იმისთვის, რომ 1-ელი აპრილისთვის შეძლონ მოქალაქებმა აცრა, მოწოდება მოხდება.
რაც შეეხება „სინოფარმს“ და „სინოვაკს“, მათი მარაგები ქვეყანაში არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.