პრობიოტიკებით სავსე, ჯანსაღი სასმელი – ასე ხასიათდება ჰენკას კომბუჩა. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ის ქართულ ბაზარზე არსებობს. თუმცა, მახასიათებლებიდან და სარგებლიანობიდან გამომდინარე, მან ბევრი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. ეტაპობრივად, უამრავი დეტალის გათვალისწინებით და სხვადასხვა კონსულტაციის საფუძველზე, აღნიშნული სასმელი ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
„თბილისი თაიმსს“ ზურა ქურდაძე ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ჰენკას კომბუჩა?
ჰენკას კომბუჩაზე მუშაობა 2020 წლის ივლისში დავიწყეთ. დაწყებიდანვე ვაგროვებდით რაც შეიძლება მეტ თეორიულ ინფორმაციას. ვესწრებოდით კომბუჩას საერთაშორისო სამიტს, გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები სხვა ქვეყნების წამყვან კომბუჩას კომპანიებთან. ამ ინფორმაციების შეგროვებას მოჰყვა ექსპერიმენტებისა და სხვადასხვა გემოს დატესტვის პერიოდი. საბოლოოდ, შევჯერდით იმ პროდუქტზე, რისი გაყიდვაც 2021 წლის ივლისში დავიწყეთ. მას მერე უფრო მეტ და მეტ ობიექტებზე შევდივართ – იქნება ეს მაღაზია, ბარი თუ რესტორანი. ამ ყველაფერთან ერთად, ვართ პირველი ქართული კომბუჩას ინდუსტრიული წარმოება, რომელსაც ყოველთვის ნატურალური და მაღალი ხარისხი უჭირავს.
რა თვისებებით არის ის გამორჩეული?
კომბუჩას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, რაზე დაკვირვებაც ასწლეულების განმავლობაში ხდებოდა და ახლაც გრძელდება, ვინაიდან, მოგეხსენებას, კომბუჩას არსებობის 2000-წლიანი ისტორია აქვს. პირველ ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ კომბუჩა ფერმენტირებული პროდუქტია და სწორედ ამის დამსახურებაა მასში სასარგებლო ნივთიერებებისა და ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიებისა და ორგანული მჟავების არსებობა. ძალიან სასრგებლოა კუჭ-ნაწლავი სისტემისთვის. კომბუჩაში არსებული ცოცხალი ბაქტერიები და წარმოქმნილი მჟავები ჩვენი ორგანიზმისთვის მუშაობენ, როგორც პრობიოტიკები და აღადგენენ კუჭ-ნაწლავის მიკრო-ფლორას. ამის გამო კომბუჩას პრობიოტიკულ სასმელადაც მოიხსენიებენ. ასევე, ჩვენთვის საჭირო ვიტამინებით არის სავსე. კომბუჩას ასევე აქვს ის ყველა დადებითი თვისება და შემადგენლობა, რაც ჩაის ახასიათებს – იქნება ეს ანტიოქსიდანტები პოლიფენოლები თუ სხვა.
ბევრი წყაროს გამოცდილების თანახმად, კომბუჩას ასევე აქვს დეტოქსიკაციის ეფექტი, შესაძლებელია – ართრიტული ტკივილის შემსუბუქება შეამციროს ქოლესტერინის დონე და ბევრი სხვა დადებითი თვისება, რომლის კვლევებსა თუ გამოცდილებას ბევრგან შეხვდებით
ამდენ სასარგებლო თვისებებთან ერთად, არის დაბალშაქრიანი და დაბალკალორიული, და ბოლოს, არის ძალიან ძალიან გემრიელი და ნატურალური ინგრედიენტებისაგან დამზადებული.
უმთავრესად, ვისთვის არის ის სასარგებლო?
კომბუჩას სარგებლიოანობა არის დროით გამოცდილი. როდესაც მის სარგებლიანობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მისი ფერმენტაციის დროს წარმოქმნილ სასარგებლო ნივთიერებებსა და კომბუჩაში შემავალი ინგრედიენტების სარგებლიანობაზე. სასარგებლო არის თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის. ასევე, არის პრაქტიკა სარგებლიანობაზე ორსული და მეძუძური დედებისთვისაც. დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც არის რეკომენდებული, რადგან არის გამოცდილება, რომ კომბუჩას აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შეამციროს სისხლის შაქრის და გემოგლობინის (A1c) დონეები, ასევე, დაეხმაროს ინსულინის დონის წარმოქმნაში.
Disclaimer: ზემოთ ნახსენები ყველა ინფორმაცია არის დროით გამოცდილი და მოპოვებული თავისი სანდო წყაროებიდან, მაგრამ ყველა ზემოთ ხსენებულ მსგავს შემთხვევაში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა, ვინაიდან კომბუჩა არის ცოცხალი სითხე და მდიდარია სასარგებლო ცოცხალი მიკრო ფლორით.
მთელი საქართველოს მასშტაბით არის პროდუქტი ხელმისაწვდომი?
ამ ეტაპზე, ათვისებული გვაქვს თბილისის მაღაზიები, ბარები და რესტორნები. ასევე, ჰენკას კომბუჩა იყიდება ბათუმის აგროჰაბშიც. ძალიან მალე ვაპირებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მოვიცვათ მსგავსი ადგილები და ასევე მთელს მსოფლიოს გავაცნოთ ქართული კომბუჩას პოტენციალი.
ინფორმაციისთვის, კომპანია, ამ დროისთვის, ახალ შეფუთვაზე მუშაობს და მარტში ის მომხმარებელს ახალი ბოთლითა და ეტიკეტით შესთავაზებს კომბუჩას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ