ზზიპ – სასმელი, რომელიც წყლისა და 100%-ით ნატურალური თაფლის შერწყმით მიიღება. სწორედ ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებულად ჯანსაღი და სასარგებლოა. ჯერ ორი წელიც კი არ გასულა მას შემდეგ, რაც კომპანია მომხმარებლის წინაშე თაფლიანი წყლით წარდგა. თუმცა, სწორედ ამ სასმლის თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი მოიცვა. არაერთი გეგმა კი ჯერ კიდევ წინ არის.
“თბილისი თაიმსს” კომპანიის მენეჯერი, ლიკა გულიკაშვილი ესაუბრა
“ჩვენი მთავარი და ინოვაციური პროდუქტი არის თაფლიანი წყალი, თაფლი არის მოთავსებული კაფსულაში, ხოლო ბოთლში არის ნატურალური წყალი. ამ ორი პროდუქტის შერწყმით წარმოიქმნება უნიკალური სასმელი, თაფლიანი წყალი, რომელიც არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, ენერგიის მომატებისთვის. როგორც ვიცით, თაფლი ყველაზე ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია. ჩვენ გვაქვს ოთხი სახეობის თაფლის წყალი, თითოეულ მათგანს განსხვავებული გემო აქვს”, – ამბობს ლიკა და აღნიშნავს, რომ, თაფლიანი წყლის გარდა, კომპანია თაფლის სხვა პროდუქტებსაც ამზადებს.
“ამას გარდა, ჩვენ თაფლისგან სხვა პროდუქტებსაც ვაწარმოებთ. ამჟამად, ჩვენს შოურუმში შვიდი სახეობის თაფლი გვაქვს წარმოდგენილი.
ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე ვართ. ეს ერთი წელი ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. უკვე თბილისის მასშტაბით ხუთი ფილიალი გვაქვს. ეს მხოლოდ დასაწყისია. აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ ჩვენს ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, მივდივართ წინ და ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი თაფლიანი წყალი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ცნობილი”, – ამბობს ლიკა გულიკაშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ