დონბასში რუსეთის შეჭრას სამოქალაქო მოსახლეობაში პირველი მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც სოციალურ ქსელში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა, დასახლებულ პუნქტ ბროვარსკიზე თავდასხმას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, უკრაინელი სამხედროები ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.
გერაშჩენკოს თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბროვარსკიში ასევე 5 დაშავებულია.
გარდა ამისა, მარიუპოლში დაჭრილია სამი პირი, მათ შორის ერთი ბავშვია.