ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მათი ჯარები მონაწილეობას არ იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას გააკეთებენ.
“ჩვენი ჯარები იქ არ არიან, მაგრამ თუკი საჭირო იქნება, ბელარუსიისთვის და რუსეთისთვის, ჯარები შევლენ”, – თქვა ლუკაშენკომ ბელარუსის სახელისუფლებო სააგენტო “Belta”-სთან საუბარში.