რაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“, – ყვება ადგილობრივი.