უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის დანიილ მენშიკოვის ინფორმაციით, 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.
მენშიკოვმა მოსახლეობას მოუწოდა პანიკა არ შექმნან.
“სასწრაფო მესიჯი მოქალაქეების საყურადღებოდ: სამხედრო მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს, კაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. გთხოვთ არ შექმნათ პანიკა და ნუ ეცდებით საზღვრის თვითნებურად გადაკვეთას”, – წერს საბაჟოს ხელმძღვანელი Facebook-ზე.