ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად,- ამის შესასებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება “ლელოს” მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად”,- დაწერა ხაზარაძემ Facebook-ზე.