“სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი.
ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე.
„ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული ვიყავით სამხედრო პოზიციებზე,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს შორის ამ დრომდე არავინ დაშავებულა.ი
“ყველა ვართ სხვადასხვა საბრძოლო პოზიციაზე, ვიგერიებთ მტერს,“ – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა