ავღანური ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი მხარეებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდებს. განცხადება ე.წ ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა.
“ავღანეთის ისლამური საამირო, ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის კვალდაკვალ, მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი გადაჭრან დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით” – ნათქვამია განცხადებაში.