რუსეთი საქართველოს მადლობას უხდის მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმისთვის.
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ გადაწყვეტილების გამო, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო, იუწყება “იზვესტია”.
მისი თქმით, საქართველო რუსეთთან არცთუ ცუდ სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის და ღვინის მიწოდების სფეროში.
„კარგად გააკეთე. შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გაეცნო დასავლელი პარტნიორების ქმედებებს და დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანა არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.